თენგიზ შარმანაშვილი: ALDE-ს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. საქართველოში უთხრეს ყველა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ შენ თუ გინდა ჩემთან იმოღვაწეო, ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი:
საქართველოს პარლამენტი
ALDE-ს არანაირი ღირებულება არ გააჩნია, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში უთხრეს ყველა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ შენ თუ გინდა ჩემთან იმოღვაწეო, ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ALDE-ს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ერთადერთი ღირებულება გააჩნია, რომ უკანონოდ იმოღვაწოს საქართველოში და ხელისუფლების დამხობას უკანონოდ შეუწყოს ხელი. არავინ საქართველოში არ შეუვიწროებიათ. საქართველოში უთხრეს ყველა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ შენ თუ გინდა ჩემთან იმოღვაწეო, ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს.
ამით თავის თავის წინააღმდეგ გადადგეს ნაბიჯი და ქვეყანას გაგვაგებინეს, რომ როდესაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებამ მოგვთხოვა ნორმალური საქმიანობის დაფინანსება, მაშინ ჩვენ საქართველოში არაფერი გვესაქმება. როგორ, ჩვენ თუ რევოლუციას არ გვაფინანსებინებთ, აბა აქ რა გვინდა?! ადგნენ და წავიდნენ. ე.ი. რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, ჩვენს წისქვილზე დაასხეს წყალი და ის მტკიცებულება მოგვაპოვებინეს“, - აღნიშნა მან.





