23 ივნისი 2019, 00:39
საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველიდან „ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ
პოლიტიკა

აქცია-მსვლელობა
ფოტო: IMEDI
გაზიარება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისისკენ მიემართებიან.
მომიტინგეებს აქვთ რამდენიმე ბანერი, რომლებსაც „გახარია, წადი“ და „ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს“ აწერია. დემონსტრანტების განცხადებით, ეს აქცია არის მშვიდობიანი და მათი მიზანია, მივიდნენ მმართველი პარტიის ოფისთან და იქ დააფიქსირონ საკუთარი მოთხოვნები.
რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, მანიფესტანტების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამოსვლები ხვალიდან განახლდება.





