07 ივნისი 2019, 11:44
ჭუბერში ადიდებულმა ნენსკრამ სოფლის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. ვიდეო
პოლიტიკა

ადიდებული მდინარე ნენსკრა
ფოტო: Facebook
გაზიარება
ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელების ყარისა და სგურიშის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა.
imedinews-ის ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.





