05 ივნისი 2019, 13:28
დარეჯან ჩხიკვაძე
ყოროლისთავსა და აგარაში გაზიფიცირების მოთხოვნით აქცია გაიმართა
პოლიტიკა

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
გაზიარება
ხელვაჩაურში აქცია გაიმართა. ყოროლისთავსა და აგარაში მცხოვრებლები გაზიფიცირებას ითხოვენ. შეკრებილების თქმით, სოფლების გაზიფიცირების სამუშაო 2017 წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა.
ადგილობრივების თქმით, ზამთარში გათბობის გარეშე უწევთ ყოფნა, რადგან ხის მასალის მოპოვებაც ეკრძალებათ. გაზიფიცირების მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიმართ ხელმოწერებსაც აგროვებენ.
როგორც ხელვაჩაურის მერიაში განაცხადეს, გაზიფიცირების გარეშე 13 სოფელია დარჩენილი, ხოლო 2019 წლის ბოლომდე პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.





