ნიკოლეიშვილი: დათა ახალაია და გია უდესიანი აფხაზეთში იმყოფებიან
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: Facebook
გენშტაბის ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გიორგი უდესიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა მედიაცენტრ მთავარის პრესკლუბში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ისინი, ზუგდიდის მერის არჩევნებში ჩართვას სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან გეგმავენ.
სავარაუდოდ, საუბარია ე.წ. საზღვარზე დესტრუქციული ძალების გადმოყვანასა და პროვოკაციების მოწყობაზე.
„„აფხაზ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია. მათი მცდელობაა, გარკვეული გავლენა მოახდინონ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებზე. ერთია, რომ გადმოიყვანონ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფები და მათ მიაცემინონ ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ და მეორე - მოახდინონ პროვოკაცია“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.





