Imedi
უსუფაშვილმა, შესაძლოა, თბილისის მერის თანამდებობაზე იყაროს კენჭი
პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დავით უსუფაშვილი პოლიტიკას უბრუნდება. მომავალ კვირაში ახალი გაერთიანება გამოჩნდება, სადაც, "მოამბის" ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტიის" ძველი სახეებიც გამოჩნდებიან. მოლაპარაკება მიმდინარეობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.
იგივე ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას და მერობის კანდიდატად, სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილს წარადგენს.
"მოამბის" ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკურ გეგმებზე უკვე ესაუბრა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრს, ირაკლი ჩიქოვანს, ქართული "Forbs"-ის რედაქტორს, გიორგი ისაკაძეს, კონსტიტუციონალისტებს - ვახუშტი მენაბდესა და კოტე ჩოკორაიას, ასევე, პროფესორ დავით აფრასიძეს. ამ ინფორმაციას თავად დავით უსუფაშვილიც ადასტურებს.
თავის მხრივ, გიორგი ისაკაძე დავით უსუფაშვილის კიდევ ერთ მომავალ ამპლუაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ტელეწამყვანადაც ვიხილოთ.




