ლევან მორჩიაშვილი
ანსამბლ „გორდას“ წევრების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა
პოლიტიკა

ფოტო: ლევან მორჩიაშვილი
ანსამბლ „გორდას“ წევრები, რომლებიც ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ და საზღვარზე არ შეუშვეს, საქართველოში დაბრუნდნენ.
მოცეკვავეებისა და მათი მშობლების ნაწილი უკვე სამშობლოშია. რაც შეეხება დანარჩენებს, ამ დრომდე ისრაელის აეროპორტის სადეპორტაციო განყოფილებაში რჩებიან და საქართველოში ხვალ გამოემგზავრებიან.
თბილისში დაბრუნებული ქორეოგრაფისა და ჯგუფის წევრთა ნაწილის თქმით, მესაზღვრეებისგან განმარტების სახით მხოლოდ ის მოისმინეს, რომ ისრაელში არასასურველი სტუმრები იყვნენ.
ანსამბლის ქორეოგრაფი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვთა ანსამბლის წევრთა უმრავლესობა სრულწლოვანი იყო.
„გორდას“ ხელმძღვანელი, ასევე მოცეკვავე ბავშვების მშობლები მესაზღვრეების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეც საუბრობენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალში მონაწილეობისთვის მიდოდა, თუმცა 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ 5 იყო.





