ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება დღეს მეორედ მოხდა
პოლიტიკა

ბათუმში საკრებულოს სხდომა განახლებიდან მალევე ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ. ამჯერად დაპირისპირების მიზეზი ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ გრანელი მხოლოდ პროზაიკოსად იყო მოხსენიებული და ისინი დამატებით ინფორმაციას ითხოვდნენ.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftvimedi%2Fvideos%2F2371990486363507%2F&show_text=0&width=560" width="560" height="315" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allowFullScreen="true"></iframe>
მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის მერიის აიპებში დასაქმებული ადამიანების სია მოითხოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ აიპებში ნეპოტიზმია, რის გამოც მათ საჯარო ინფორმაციას არ აწვდიან.
ბრალდებებს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხეს. მათ განაცხადეს, რომ სია ელექტრონულად გადაცემულია, თუმცა ითხოვენ პირად ინფორმაციას, დაბადების თარიღებსა და ტელეფონის ნომრებს. ფაქტის დასამტკიცებლად ნატალია ზოიძემ საკრებულოს წევრებს აჩვენა ის სია, რომელიც ოპოზიციას მერიიდან გადაუგზავნეს.





