11 აპრილი 2019, 13:56
ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
გაზიარება
ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აგრარულ უნივერსიტეტთან ამჟამად ათობით მძღოლია შეკრებილი. ისინი აპირებენ დაიძრან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ და მერიის გადაწყვეტილება იქ გააპროტესტონ.
მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს დაუგდებს მანქანებს ფასს და იაფად მოუწევთ გაყიდვა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ.



