საერთაშორისო დამკვირვებელი: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად მიეცათ ხმა და ეს საარჩევნო პროცესი წარიმართა ახალი ელექტრონული სისტემით, რომლის გამართული მუშაობაც გარანტირებული იყო
არჩევნები 2024

ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი
ფოტო: ვიდეო/კადრი
მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ამ არჩევნების წარმატებით ჩატარება. დამკვირვებელთა მისიამ და ჩემთან ერთად ჩამოსულმა ადამიანებმა თავისი წვლილი შეიტანეს ამ პროცესის შესაბამისად წარმართვაში, - განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, სენატორმა ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან“, ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ.
მან ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობდა 26 ოქტომბერს საარჩევნო პროცესი იმ უბნებზე, სადაც თავად იმყოფებოდა.
„ჩვენ გუშინ 5 თუ 6 საარჩევნო უბანს ვეწვიეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო. ამომრჩეველი ხმას აძლევდა ნორმალურ პირობებში. ჩვენ ვხედავდით, რომ საარჩევნო დღეს პროცესმა ზოგადად, ჩაიარა დემოკრატიულ, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. იყო მშვიდი გარემო და ჩართულ მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, კონკურენტუნარიან გარემოში ეწარმოებინათ პროცესი. ჩვენ ვიხილეთ ლეგიტიმაცია და გამჭვირვალობა. მე ამას ვაცხადებ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად მიეცათ ხმა და ეს საარჩევნო პროცესი წარიმართა ახალი ელექტრონული სისტემით, რომლის გამართული მუშაობაც გარანტირებული იყო. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ამ არჩევნების წარმატებით ჩატარება. დამკვირვებელთა მისიამ და ჩემთან ერთად ჩამოსულმა ადამიანებმა თავისი წვლილი შეიტანეს ამ პროცესის შესაბამისად წარმართვაში“, - განაცხადა ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ.





