საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. აქ მიღებულმა გამოცდილებამ ამ ქვეყნის დემოკრატიისადმი ერთგულებაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა
არჩევნები 2024

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ფანი ლაჩკომ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც არჩევნებზე დაკვირვების პირველადი ანგარიში წარადგინეს.
მისი თქმით, ეს ფაქტი დემოკრატიული პრინციპების მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე მეტყველებს.
„ჩვენ ხუთ საარჩევნო უბანს დავაკვირდით დედაქალაქში და ასევე საქართველოს რეგიონებში. მინდა გითხრათ პირველ რიგში ჩემი დაკვირვების შესახებ: ჩვენი დაკვირვების ფარგლებში კარგად ორგანიზებული საარჩევნო პროცესის მომსწრენი გავხდით. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუფერხებლად, ნებისმიერი ძალადობისა თუ ინციდენტის გარეშე შეეძლოთ, ეს კი როგორც დემოკრატიული პრინციპების მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე, ასევე გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის დიდ სურვილზე მეტყველებს. ეფექტური საარჩევნო პროცესი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, რაც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ხმის მიცემის ყველა ასპექტი რეგულაციების დაცვის შესაბამისობაში იყო. ასევე ძალიან საინტერესო იყო იმის ხილვა, თუ როგორ ადაპტირდნენ მოქალაქეები ახალ ციფრულ საარჩევნო სისტემასთან. ეს ცვლილება ზოგადად საარჩევნო პროცესის მოდერნიზების მხრივ საქართველოს პროგრესულ მიღწევას უსვამს ხაზს. საბოლოდ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. ჩვენმა აქ მიღებულმა გამოცდილებამ ამ ქვეყნის დემოკრატიისადმი ერთგულებაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა“, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი.





