25 აგვისტო 2017, 15:25
სოფიკო ბერიძე
ბორჯომის ხეობაში ბრაკონიერების მიერ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
ხანძარი

გაზიარება
"ბორჯომის ხეობაში გამოვლინდა ბრაკონიერების მიერ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები. ჩვენმა თანამშრმლებმა გამოავლინეს არაერთი ადამიანი. სამწუხაროდ კანონი არ მაძლევს მათი დასახელების უფლებას. ისინი მეზობელი სოფლების მაცხოვრებლები არიან. მოვა დრო, როცა ადმინისტრაციული სამართალდაღვების ფაქტს სასამართლო დაადგენს და მათ დააჯარიმებს."- განაცხადა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, უდიდესი კონსოლიდაცია მოხდა, რომ სტიქიურ უბედურებას ვებრძლოთ და ამ დროს ადამიანების ცალკეული ნაწილი ბრაკონიერობას აგრძელებს.





