23 აგვისტო 2017, 18:14
დუშეთის სოფელ თვალივში 2 ჰექტარი ტყის მასივი იწვის
ხანძარი

გაზიარება
ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის. ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
დუშეთში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რომელიც დილისთვის ლოკალიზებული იყო. დღეს ქარმა ცეცხლის კერები კვლავ გააღვივა.





