საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში ბელარუსი და სომხეთიც დაეხმარებიან
ხანძარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოგზავნა. უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გზაშია.
თუმცა, ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი დღეს სამაშველო ოპერაციაში ჩართვას. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ორი თურქული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს.
ამასთან, სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ 1 tv- ი წერს.
სააგენტო News Armenia-ს ცნობით, საქართველოში ასე ჩამოვა კატასტროფების ლიკვიდაციის ცენტრის ერთი ბრიგადა და ერთი სამაშველო მანქანა.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, სომხეთის სამაშველო სამსახურის დირექტორის, მუშეგ კაზარიანის ხელმძღვანელობით საქართველოში 56 ადამიანია გაგზავნილი.
სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ არსებულ ფერდობზე იყო გავრცელებული. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ამოვარდნილი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.





