20 აგვისტო 2017, 15:15
ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის
ხანძარი

გაზიარება
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ამ ეტაპზე 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე დაახლოებით 1 ჰა ფართობზეა გავრცელებული.
ადგილზე სატყეო სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს სოფელ დაბის მოსახლეობაც. ფართობის ძნელად მისადგომობის გამო ცეცხლის ქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთვება, რომელიც რამოდენიმე წუთში იქნება დაბაში.
ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.





