ეთიოპიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock
ეთიოპიაში ჩამოვარდნილი Boeing 737-ის ყველა მგზავრი დაიღუპა წერს BBC
თვითმფრინავის ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ბორტზე 33 ეროვნების მგზავრი იმყოფებოდა.
ბოინგი 737 ადის-აბება-ნაირობის რეისს ახორციელებდა. ის რადარებიდან ეთიოპიის დედაქალაქის აეროპორტის დატოვებიდან 6 წუთში გაქრა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.
ამჟამად რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ეთიოპიის პრემიერმინისტრი Twitter -ზე გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
TWITTER POST
გამოცემა foxnews წერს. რომ Twitter - ზე ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ადამიანების სია გამოქვეყნდა.





