ისრაელში ტერორისტი მოკლეს
მსოფლიო

ევრონიუსის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა დამნაშავე ნაშატა მილხემა, რომელმაც 1 იანვარს ტერაქტი ორჯერ მოაწყო, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
ტერორისტმა ჯერ ცეცხლი თელ-ავივის ცენტრში გახსნა, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. შემდეგ ქალაქის სხვა რაიონში კიდევ ერთი ადამიანი, ტაქსის მძღოლი ჩაცხრილა. სავარაუდოდ, სწორედ მის მანქანაში ჩაჯდა, რომ პირველი ტერაქტის ადგილი დაეტოვებინა.
შვიდი დღის განმავლობაში სპეცსამსახურები ტერორისტს აქტიურად ეძებდნენ. მას ბოლოს ისრაელის ჩრდილოეთით, არაბულ დასახლება არარაში მიაგნეს. ის ერთ-ერთ სახლში იმალებოდა.
დამნაშავემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ის ადგილზე მოკლეს.





