ტრამპი: პუტინს ვკითხე, „ეს ომი მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი?“, მან კი მიპასუხა, რომ „არა“
მსოფლიო

GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი მას დაჰპირდა, რომ უკრაინასთან ომის მოგვარება დიპლომატიური საშუალებებით სურს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ტრამპის თქმით, ამ საკითხზე პუტინთან 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რუსეთ-უკრაინის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს.
გარდა ამისა, ტრამპის გადმოცემით, პუტინმა კვლავ გაიმეორა უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები რუსეთს „ცუდად ეპყრობოდა“.
„ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. პუტინმა ეს გუშინ თქვა: „ეს არ უნდა მომხდარიყო“. მე ვკითხე: „მოხდებოდა ეს, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი?“ მან მიპასუხა: „არა. ცუდად მეპყრობოდნენ“. მას ცუდად ეპყრობოდა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის შეფასებით, სამშვიდობო პროცესს ართულებს ისიც, რომ ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს „ძლიერ ვერ იტანენ“. მისი თქმით, თავდაპირველად ეგონა, რომ რვა კონფლიქტიდან ამ ომის დასრულება ყველაზე მარტივი იქნებოდა, თუმცა მხარეებს შორის სიძულვილის მაღალი დონე სიტუაციას ართულებს.





