იერუსალიმელი თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
მსოფლიო
თავდამსხმელი, რომელმაც იერუსალიმში დღეს ტერორისტული აქტი მოაწყო, ყოფილი პატიმარი ფადი ალ-კანაბირია, - იუწყება Ynetnews.
გამოცემის წყაროს ცნობით, ის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ჯებელ მუკაბერის რაიონში ცხოვრობდა. ტერაქტი ამ რაიონის მეზობლად მოხდა.
მანამდე, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის ადგილიდან ვიდეო გამოქვეყნდა. კადრები თვითმხილველმა ინციდენტიდან მალევე გადაიღო. მასალა ვიდეოპორტალ Ruptly-ზე აიტვირთა.
იერუსალიმში, უცნობმა პირმა სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დააჯახა. დაღუპულია 4 ადამიანი, დაახლოებით თხუთმეტი - დაშავდა.
თავდამსხმელი იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა, - წერს Jerusalem Post პოლიციის კომისარზე რონი ალშეიჰზე დაყრდნობით, რომელიც ჟურნალისტებს უხსნიდა თუ როგორ მიიღო წარმოშობით არაბმა ტერორისტმა ისრაელის მართვის მოწმობა და რატომ ჰქონდა მის სატვირთო მანქანას ადგილობრივი ნომრები.





