19 დეკემბერი 2016, 13:36
რატომ უჭირთ ადამიანებს ემოციების გამოხატვა
მსოფლიო

გაზიარება
ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სპეციფიკური გენის სიმცირე ხელს უშლის სხვა ადამიანის ემოციების გაგებას. მათ შეაგროვეს 120 მონაწილის ნერწყვი, რომ სპეციფიკური გენის აქტიურობა განესაზღვრათ.
ეს გენი ჰორმონ ოქსიტოცინის სინთეზზეა პასუხისმგებელი, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობებსა და ნდობასთანაა დაკავშირებული. ექსპერიმენტის შედეგად, ვისაც გენის სიმცირე აღმოაჩნდა, უჭირდა ზუსტი და სწრაფი ემოციების გამოხატვა, რაც აუტისტური სპექტრის აშლილობისთვისაა დამახასიათებელი.





