„ჩვენი პოლიციელები უკიდურესი ძალადობის წინაშე დგანან იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მხოლოდ ძალადობა და არეულობა იციან“ - მაკრონმა მკაცრად დაგმო პოლიციის მიმართ ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობა
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
Reuters
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და მკაცრად დაგმო პოლიციის მიმართ ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობა.
ფრანგი ლიდერის განცხადებით, პოლიციელები უკიდურესი ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც სრულიად მიუღებელია.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რადგან ეს ჩვენი პოლიციელებისთვის ძალიან რთული მომენტია. ისინი უკიდურესი ძალადობის წინაშე დგანან და არავინ უერთდება პოლიციასა და ჟანდარმერიას იმისათვის, რომ განიცადოს ისეთი თავდასხმები, როგორიც მათ რამდენიმე დღის წინ გამოიარეს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მხოლოდ ძალადობა და არეულობა იციან“, - განაცხადა მაკრონმა.





