15 დეკემბერი 2018, 18:51
ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი
მსოფლიო

ფოტო: twitter
გაზიარება
სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა ნეპალის აღმოსავლეთში მომხდარი ავარიისას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტი 14 დეკემბერს საღამოს მოხდა. ადგილობრივები თანასოფლელის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ამ დრომდე მაშველებს არ დაუდგენიათ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში.
ఘోర రోడ్డు ప్రమాదం.. 20 మంది మృతిhttps://t.co/9wHTx1tbu2#RoadAccident#Nepal pic.twitter.com/pSjAkYlcL4
— Sakshi News (@sakshinews) December 15, 2018





