მელანია ტრამპი ქმარზე: ის იბრძვის ამერიკისა და ამერიკელი ხალხისთვის ყოველდღე
მსოფლიო

მელანია ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი ამბობს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეუღლე გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრის. ამის შესახებ პირველმა ლედიმ Fox News-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
"მე მას ვიცნობ, ვიცი როგორ ახერხებს ის ადამიანებთან ურთიერთობას, ამიტომ მჯერა მისი გამარჯვების. მე ვაძლევ ჩემს ქმარს გულწრფელ რჩევას და ვუზიარებ ჩემს აზრს. ზოგჯერ ის მისმენს და ზოგჯერ არა. მე ზოგჯერ არ ვეთანხმები მის ტონს. საბოლოო ჯამში, ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს, მან იცის შედეგები, ის არის ზრდასრული. მაგრამ ის მებრძოლია. ის იბრძვის ამერიკისა და ამერიკელი ხალხისთვის ყოველდღე,"- თქვა მელანიამ.
მელანია ტრამპმა Fox News-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.





