19 ნოემბერი 2018, 20:31
ინდოეთში ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
ინდოეთში ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი NDTV-ი იუწყება.
შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტოცისტერნა გაჩერებულ სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.
მედიკოსების თქმით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი ცუდი ხილვადობა გახდა.





