კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება დაწყებულია
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის მომზადება უკვე დაიწყო.
„ახლა უკვე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვშიც, პეკინშიც და ვაშინგტონშიც პრინციპში მზად არიან შეხვედრის ჩასატარებლად და მისი მომზადება უკვე დაიწყო“, - განაცხადა მან.
The Wall Street Journal წერდა, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას შესთავაზა. გამოცემის წყაროების ცნობით, ამ შეხვედრაზე, რომლის ჩატარებაც 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში იგეგმება, პუტინს ომის მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით დასრულებაზე სურს შეთანხმება.





