ტრამპის თქმით, ამერიკელების გარეშე საფრანგეთი გერმანიასთან მსოფლიო ომში მარცხდებოდა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, - ამჟამად უფრო დამცინავი ფორმით.
„ემანუელ მაკრონი თავისი პირადი (ევროპული) არმიის შექმნის იდეით გამოდის, რათა თავი დაიცვას ამერიკისგან, ჩინეთისგან და რუსეთისგან. პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია იყო საფრთხე - და როგორ დამთავრდა ეს გერმანიისთვის? პარიზჟი უკვე იწყებდნენ გერმანული ენის სწავლას, სანამ ამერიკელები არ მივიდნენ. გადაიხადეთ ნატოსთვის ან არა!, - დაწერა ტრამპმა.
Emmanuel Macron suggests building its own army to protect Europe against the U.S., China and Russia. But it was Germany in World Wars One & Two - How did that work out for France? They were starting to learn German in Paris before the U.S. came along. Pay for NATO or not!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 13, 2018
მანამდე 10 ნოემბერს, ტრამპმა განაცხადა, რომ მაკრონის ინიციატივა მისთვის შეურაცხმყოფელია.
6 ნოემბერს, Europe1-თან ინტერვიუს დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის საფრთხის გამო, ევროპას „ნამდვილი ევროპული არმია“ უნდა ჰყავდეს, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს და ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული არ იქნება. „.ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპა, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს დამოუკიდებლად, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.





