06 ნოემბერი 2018, 14:12
მაკრონი საერთო ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საერთო ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის. Europe1-თან ინტერვიუს დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის საფრთხის გამო, ევროპას „ნამდვილი ევროპული არმია“ უნდა ჰყავდეს, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს და ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული არ იქნება.
„.ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპა, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს დამოუკიდებლად, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.





