29 ოქტომბერი 2018, 17:19
აშშ-ში ღამის კლუბსა და სკოლაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
კალიფორნიის შტატის ქალაქ რივერსაიდში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება.
შემთხვევა ღამის კლუბში მოხდა, სადაც ჰელოუნისადმი მიძღვნილი წვეულება იმართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისროდნენ როგორც შიგნით, ასევე შენობასთან. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
კიდევ ერთი ინციდენტი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ მათიუსში მოხდა. პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, შედეგად მისი თანატოლი დაშავდა.
TWITTER POST





