ავსტრალიის ხელისუფლებამ ჩინოსნებს Lion Air-ის თვითმფრინავებით მგზავრობა აუკრძალა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ინდონეზიაში Lion Air-ის კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნის შემდეგ, ავსტრალიის ხელისუფლებამ ჩინოსნებს ამ კომპანიის თვითმფრინავებით მგზავრობა აუკრძალა. გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ გადაისინჯება, რაც ავიაკატასტროფის გამომწვევი საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.
კომპანია Lion Air-ის ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა, რომ ჩამოვარდნილ ბოინგ 737-ს გაფრენის წინ ტექნიკური პრობლემები აღმოუჩინეს. „დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემა და თვითმფრინავი შეაკეთეს. თვითმფრინავს გაფრენის ნებართვა სერთიფიცირებულმა ინჟინერმა მისცა“, - თქვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ედუარდ სირაიტმა.
თუ რა სახის ტექნიკური პრობლემა ჰქონდა თვითმფრინავს ამის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანკალპინანგისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ჯაკარტის სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. თვითმფრინავში 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ჩვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.





