Lion Air-ი: ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი გაფრენის წინ შეაკეთეს
მსოფლიო

ფოტო: twitter
ინდონეზიაში ჩამოვარდნილ ბოინგი 737-ს გაფრენის წინ ტექნიკური პრობლემები აღმოუჩინეს, - ამის შესახებ კომპანია Lion Air-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა. ჩამოვარდნილი ბოინგი ამ კომპანიას ეკუთვნოდა. ინფორმაცია Straits Times-მა გაავრცელა.
„დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემა და თვითმფრინავი შეაკეთეს. თვითმფრინავს გაფრენის ნებართვა სერტიფიცირებულმა ინჟინერმა მისცა“, - უთხრა მედიას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ედუარდ სირაიტმა.
თუ რა სახის ტექნიკური პრობლემა ჰქონდა თვითმფრინავს ამის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანკალპინანგისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ჯაკარტის სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. თვითმფრინავში 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ჩვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა,
Saat ini tim SAR Basarnas melakukan penyelaman dikoordinat 05 derajat 90' 361" S - 107 derajat 06' 618" E untuk mencari pesawat Lion Air JT 610 yang jatuh di perairan Karawang Jawa Barat. pic.twitter.com/XK0UiSKyfH
— Sutopo Purwo Nugroho (@Sutopo_PN) October 29, 2018





