საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმებიდან ბრიტანეთიც გადის
მსოფლიო

გევინ უილიამსონი
ფოტო: Facebook
თუ აშშ-ი გადაწყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას, საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გავა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი აცხადებს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ-ი ბრიტანეთის „ახლო და გრძელვადიანი მოკავშირეა და სამებო აბსოლუტურად დაუჭერს მხარს მის პოზიციას.
„რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ შეთანხმებას ემოქმედა, მაგრამ ამისათვის ორმხრივი ძალისხმევაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში კი ერთი მხარე მის იგნორირებას ახდენს. სწორედ რუსეთი არღვევს მას და სწორედ რუსეთმა უნდა დაალაგოს ყველაფერი“, - აცხადებს უილიამსონი და განმარტავს, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას სასაცილოდ იგდებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს.
საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას 1987 წლის 8 დეკემბერს ხელი მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა მოაწერეს.





