ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შეთანხმება ძალაში შევიდა
მსოფლიო

იუნუს-ბეკ ევკუროვი რამზან კადიროვი
ფოტო: ТАСС
ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს.
6 ოქტომბერს, ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატმა სეტ სალიმ ახილგოვმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს დეპუტატები განმეორებით მისცემენ ხმას ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმებას.
მრავალათასიანი პროტესტი მეგასში 4 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ინგუშეთის პარლამენტმა ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვარი დააკანონა, ხოლო რესპუბლიკის ლიდერმა იუნუს ბეგ ევკუროვმა კანონს ხელი მოაწერა. ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის შეთანხმება ტერიტორიებს გაცვლას გულისხმობს.





