საუდის არაბეთის მეფემ სტამბოლში გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმის გამოძიება მოითხოვა
მსოფლიო

სალმან ალ საუდი
ფოტო: Facebook
საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდიმ პროკურატურას უბრძანა სტამბოლში გაუჩინარებული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის საქმე გამოიძიოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
მისი თქმით, პროკურორებს სწრაფად მოქმედება დაავალეს და პირეველი განცხადება უწყებამ შესაძლოა ამ დღეებში გააკეთოს.
ჯამალ ჰაშაღი, რომელიც ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩევა 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა.
აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთს მკაცრი სასჯელით დაემუქრა. დონალდ ტრამპის თქმით, შესაბამის ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე აღმოჩნდება პასუხისმგებელი. თეთრი სახლის ლიდერმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ჟურნალისტის საქმე საუდის არაბეთთან $110-მილიარდიან კონტრაქტზე ზეგავლენას არ მოახდენს.
დღეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საუდის არაბეთს ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარების საქმის გამოძიება მოსთხოვეს.
ანკარაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ოფიციალური ერ-რიადი.





