ინდოეთში მდინარეებს განგის და იამუნას კანონიერი უფლებები მიენიჭა
მსოფლიო

მდ. განგი
ინდოეთის უტარჰანდის შტატმა მდინარეებს განგის და იამუნას იურიდიული უფლებები მიანიჭა. ამის შესახებ The Hindustan Times-ი წერს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მდინარეები განგი და იამუნა ცოცხალ არსებებად ჩაითვლებიან და მათ ინტერესებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი დაიცავს“, - განმარტა ერთ-ერთმა ადვოკატმა.
განგი - ინდოეთის მთავარი მდინარე. საწყისს იღებს ჰიმალაის მთებში და სიდიდით მსოფლიოს მესამე მდინარეა.
იამუნა (ჯამნა) - მდინარე განგის უგრძესი და წყალუხვი შენაკადია.
16 მარტს, ახალი ზელანდიის, სიდიდით მესამე მდინარე უონგანუი, ისტორიაში პირველი უსულო საგანი გახდა, რომელსაც ადამიანის მსგავსი იურიდიული უფლებები მიენიჭა.
მდინარის ადამიანის თანასწორად აღიარებისთვის, მაორის (Māori) ტომი 140 წელი იბრძოდა. რეზერვუარის ახალი სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მისთვის მიყენებული ზიანი, ჩაითვლება მაორის ტომის ადამიანზე მიყენებული ზიანის ტოლფარდ დანაშაულად.





