ტრამპი არ აპირებს ამერიკული სპეცსამსახურების რეფორმირებას
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების დიდი თაყვანისმცემელია.
მისი წარმომადგენლის, შონ სპაისერის თქმით, აშშ-ის დაზვერვის რეფორმირებაზე მხოლოდ დისკუსია მიმდინარეობს და WSJ-ში გამოქვეყნებული სტატია სპეცსამსახურებში დაგეგმილ ცვლილებებზე სიცრუეა.
ამერიკულმა Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, თითქოს არჩეული პრეზიდენტი სპესამსახურების რესტრუქტურიზაციას გეგმავდა, რადგან ის ზედმეტად პოლიტიზირებულად მიაჩნდა.
ტრამპმა ამერიკულ მედიას, რომელიც მას ჯულიან ასანჟთან გარიგებაში ადანაშაულებს, უწესო და არაკეთილსინდისიერი უწოდა.





