ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენის შესახებ კანონს კენჭს ხელახლა უყრიან
მსოფლიო

მიტინგი მეგასში
ფოტო: TASS
ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატმა სეტ სალიმ ახილგოვმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს დეპუტატები განმეორებით მისცემენ ხმას ჩეჩნეთთან საზღვის შესახებ შეთანხმებას. როგორც „ინტერფაქსი“ წერს, ახილგოვმა ამის შესახებ მეგასის ცენტრში მიტინგის დროს თქვა.
„ჩვენ კვლავ ვიმსჯელებთ ამ შეთანხმებაზე და განმეორებით ხმის მიცემას ჩავატარებთ“, - განაცხადა მან.
რის საფუძველზე აპირებენ დეპუტატები უკვე მიღებული კანონისთვის ხმი მიცემის ჩატარებას მეორეჯერ უცნობია. (ინგუშეთის ეროვნული კრების რეგლამენტში მსგავსი პროცედურის შესახებ არაფერი წერია).
4 ოქტომბერს ინგუშეთის პარლამენტი ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვრის შეთანხმებას დათანხმდა, რომელიც ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს. იმავე დღეს მეგასაში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება.





