დიდი ბრიტანეთი ბინადრობის და მოქალაქეობის მისაღებ გამოცდას ამკაცრებს
მსოფლიო

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ფოტო: shutterstock.com
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქვეყანაში ბინადრობისა და მოქალქეობის მიღების წესს ცვლის. დღეს მოქმედი კანონით პრეტედენტებმა ინგლისური ენის გამოცდა და ბრიტანეთის კულტურისა და ისტორიის ცოდნის შესახებ ტესტი უნდა ჩააბარონ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები და ლეგალურად იცხოვრონ ამ ქვეყანაში, ჰენრიჰ VIII ცოლს რა ერქვა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი დამოკიდებულება ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულელებისადმი, იმ ფასეულობებისადმი, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აერთიანებს. ამიტომ გამოცდა სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავამკაცროთ“, - აცხადებს საგარეო უწყების წარმომადგენელი.
ახალი რეგულაციის თანახმად,ასევე გამკაცრდება ინგლისური ენის ტესტის ჩაბარების პროცედურაც.





