26 სექტემბერი 2018, 16:30
ჩეჩნეთი და ინგუშეთი საზღვრებზე შეთანხმდნენ
მსოფლიო

იუნუს-ბეკ ევკუროვი რამზან კადიროვი
ფოტო: ТАСС
გაზიარება
ჩეჩნეთი და ინგუშეთი შორის საზღვრების დაწესებაზე შეთანხმდნენ. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელი რუსეთის ფედერაციულ სუბიექტების ლიდრებმა რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა მოაწერეს.
კერძოდ, რესპუბლიკებმა დაუსახლებელი ტერიტორიები გაცვალეს.
შეთანხმების გაფორმებამდე ინგუშეთში ჩეჩნეთისთვის მიწის გადაცემის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო.
მაგასში ასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მათი ნაწილი დააკავა. ადგილობრივი მოსახლეეობის ინფორმაციით, შეიზღუდა ინტერნეტზე წვდომა.





