ტრამპი ამერიკული სპეცსამსახურების რესტრუქტურიზაციას გეგმავს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მრჩეველებთან ერთად აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სააგენტოს რესტრუქტურიზაციის გეგმაზე მუშაობს. როგორც Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპის ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ მისი აზრით, ნაციონალური დაზვერვის ოფისის დირექტორი ჯეიმს კლეპერი ზედმეტად პოლიტიზებულია.
გამოცემის ცნობით,ამ გეგმის მიხედვით, რესტრუქტურიზაცია ემუქრება ცენტრალურ სადაზვერო სამმართველოსაც.ვირჯინიის სათავო ოფისში სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს,ასევე შემცირებები შეეხება მსოფლიო მასშტაბის ამერიკულ დაზვერვაზე მომუშავე აგენტთა რაოდენობას.
ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ამ გეგმაზე კომენტარს არ აკეთებენ.




