13 აგვისტო 2018, 16:50
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანი
ფოტო: Twitter
გაზიარება
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სასამართლომ ექს პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება შეცვალა იმასთან დაკავშირებით, რომ ქოჩარიანი, როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტი, ხელშეუხებლობით სარგებლობს.
ექს პრეზიდენტი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ქოჩარიანი 28 ივლისს დააკავეს. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.





