პაკისტანის ექსპრემიერს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
მსოფლიო

ნავაზ შარიფი
ფოტო: shutterstock.com
პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს ნავაზ შარიფს კორუფციის ბრალდებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ეროვნული ანგრარიშვალდებულების სასამართლოს (NAB) დადგენილება რამდენიმე დაკავების შემდეგ გამოიცა. ექსპრემიერის შვილს მერიემ ნავაზ შარიფს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო სიძეს ერთწლიანი.
ნავაზი აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
ყოფილი პრემიერი ოჯახთან ერთამ ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც შარიფის მეუღლე კიბოს მკურნალობის კურსს გადის.
2017 წლის ივლისის ბოლოს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ნავაზ შარიფის ოჯახის წევრები კორუფციულ გარიგებაში დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც შარიფი გადადგა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პრემიერმინისტრის შვილები ოფშორულ კომპანიებს ფლობდენ. გამოძიება „პანამის დოსიეს“ გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, როდესაც 11 მილიონზე მეტი დოკუმენტით დაადასტურა, რომ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების კავშირი ოფშორულ კომპანიებთან ჰქონდათ. ამის შემდეგ პაკისტანის სასამართლომ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი და გენერალური მდივანიც გადააყენა.





