მექსიკაში საპრეზიდენტო კამპანიისას 145 პოლიტიკოსი მოკლეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
მექსიკაში საპრეზიდენტო კამპანიისას 145 პოლიტიკოსი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო efe ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, არჩევნების მზადების პროცესში პოლიტიკოსებზე ძალადობის 627 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლ და ცივ იარაღსაც იყენებდნენ.
ქვეყანაში კორუფციამ, სიღარიბემ და დანაშაულის ზრდამ 2007 წლის შემდეგ, სულ მცირე, 200,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამჟამად მექსიკის მოსახლეობის 40% სიღარიბეში ცხოვრობს.
ლათინური ამერიკის მეორე ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნადაა აღიარებული.
1 ივლისს გამართულ არჩევნებში მოსახლეობამ პრეზიდენტი, 128 სენატორი და 500 დეპუტატი აირჩია. გარდა ამისა, ქვეყანაში აირჩიეს გუბერნატორები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.
მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მეხიკოს ყოფილი მერმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გაიმარჯვა.





