17 ივნისი 2018, 16:06
ნიგერიაში ორმაგ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ნიგერიაში ორმაგი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მომხდარს ეხმიანება უცხოური მედიაც და წერს, რომ შესაძლოა აფეთქების უკან რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ იდგეს. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის მეშვეობით განხორციელდა.
გამოცემის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ექსტრემისულ დაჯგუფებას არ აუღია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.





