ბარაკ ობამა 10 იანვარს თანამემამულეებს მიმართავს
მსოფლიო

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 10 იანვარს ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. ის თეთრ სახლში ყოფნისას მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებს და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
55 წლის პრეზიდენტი ამ მიმართვით გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტთა ხანგრძლივ ტრადიციას, როცა ისინი, თანამდებობის დატოვებისას, ერს მიმართავდნენ. პირველი ასეთი შემთხვევა 1776 წელს მოხდა, როცა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა თანამოქალაქეებს მიმართა.
ბარაკ ობამა გუშინ დაბრუნდა ჰავაიდან, სადაც მან საშობაო შვებულება გაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ობამა დემოკრატი პრეზიდენტია, მან მხარი დაუჭირა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლას, თუმცა მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელმაც დონალდ ტრამპი გააღიზიანა.
ბოლო საუკუნის განმავლობაში, ბარაკ ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ ვაშინგტონში დარჩება. ობამები 20 იანვრის შემდეგ ვაშინგტონის ერთ-ერთ თვალწარმტაც უბანში გადასახლდებიან, სადაც ბარაკ და მიშელ ობამა 2019 წლამდე დარჩებიან.





