ბან გი მუნი: თავი კონკია მგონია
მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი თანამშრომლებს დაემშვიდობა და გაიხუმრა, რომ თავს კონკიად გრძნობს, რადგან მის თანამდებობას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერის შუაღამით ეწურება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თანამშრომლებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მათთვის მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა სურს: “გმადლობთ”.
ხვალ, ახალ წელს ნიუ-ორკში “თაიმს სქვერზე” შევხდები და როგორ ვკარგავ სამსახურს ამას მილიონობით ადამიანი ნახავს, - დასძინა ბან გი მუნმა.
მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტერეში შეცვლის. ცოტა ხნით ადრე, ბან გი მუნმა, რომელიც წარსულში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, არ გამორიცხა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობისთვის იბრძოლოს.





