აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო ბანკების წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის კონგრესში რუსეთის სახელმწიფო ვალისა და სახელმწიფო ბანკების წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მომზადდა. კანონპროექტის ტექსტი ამერიკული პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტი ამერიკელ ფიზიკური და იურიდიული პირებს რუსული სახელმწიფო ვალის ოპერაციებში მონაწილეობას უკრძალავს. სანქციების ქვეშ მოხვდება 14 დღეს გადაცილებული ამოქმედებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ან ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა.
აკრძალვა ასევე მოქმედებს "სბერბანკის", "ვი თი ბის", "გაზპრომბანკის", "მოსკოვის ბანკის", "როსსელხოზბანკის", "პრომსვიაზბანკის" და "ვნეშეკონომბანკის" ობლიგაციებზე. ჩამოთვლილ ბანკებთან დაიბლოეკება ნებისმიერი ოპერაცია. ასევე აიკრძალება შეთანხმებები მათ აქტივებთან.
ახალი სანქციები დიდ ბრიტანეთში "გრუ"-ს ყოფილი ოფიცერის სერგეი სკრიპალის მოწამლვას ეხება, რადგან კონგრესის განმარტებით, "რუსეთი საერთაშორისო კანონებს არღვევს".
შეერთებული შტატების მიერ რუს ოლიგარქებზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის საფონდო ბაზარმა ორშაბათს მკვეთრი ვარდნით უპასუხა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა იმ კომპანიების აქციებმა განიცადა, რომელთა ხელმძღვანელები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.
ყველაზე მკვეთრი, 26.7-პროცენტიანი ვარდნა განიცადა „რუსალმა“, რომელიც მსოფლიოში ალუმინის წარმოების ერთ-ერთი ლიდერია. 6.7 პროცენტით დაეცა „ვნეშტორგბანკის“ აქციები, 6.8 პროცენტით – „სბერბანკის“, ხოლო მსოფლიოში ალმასის ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებლის, „ალროსას“ აქციები შვიდი პროცენტით გაუფასურდა.
ე.წ. კრემლის სია ვაშინგტონში 2018 წლის იანვარში შედგა და მასში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვა შედის. კერძოდ, სიაშია ყველა რუსი მეწარმე, რომლის ქონებაც მილიარდ დოლარს აჭარბებს. მთლიანობაში საუბარია 38 რუს ბიზნესმენზე.





