პუტინი: რუსეთს ევროპასთან ომი არ სურს, მაგრამ ამისთვის მზადაა
მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი
TASS
ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ - რუსეთი ამისთვის მზად არის, თუმცა ევროპასთან ომი არ სურს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის შედეგების შეჯამებისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. სწორია ეს თუ არა?“ - დასვა კითხვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე მზადყოფნაშია, მას ევროპასთან შეიარაღებული კონფლიქტი არ სურს.
„ჩვენ, პირველ რიგში, მზად ვართ, მაგრამ ევროპასთან არანაირი ომი არ გვსურს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.





