30 დეკემბერი 2016, 22:49
კუბაზე ინტერნეტ-შეზღუდვა მოიხსნა
მსოფლიო

გაზიარება
კუბაზე ინტერნეტ-შეზღუდვები იხსნება, წერს independent-ი. ხელისუფლებამ თავისუფლების კუნძულზე საპილოტე პროგრამა დაიწყო. ინტერნეტით ჰავანის 2 ათასამდე მცხოვრები ისარგებლებს. მანამდე ამისთვის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. ქსელთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს ჰქონდა. ინტერნეტით მხოლოდ მეცნიერები, ექიმები და ინტელიგენციის წარმომადგენლელი სარგებლობდნენ.





