ტრამპი ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინს მაისის ბოლომდე შეხვდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, მუნ ჩჟე ინთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
“ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ კონკრეტული ქმედებები და არა სიტყვები გახდება კორეის ნახევარკუნძულის განიარაღების მთავარი საშუალება, პრეზიდენტმა ტრამპმა კი დაადასტურა მისი განზრახვა, მაისის ბოლომდე შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც სახელმწიფოების მეთაურებმა ამ საუბრისას “გამოხატეს თავშეკავებული ოპტიმიზმი“ ბოლო დროს რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი.





