ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის თარიღი ცნობილია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა, მაისის ბოლო კვირას გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონის განცხადებით, ადგილისა და ზუსტი თარიღის შერჩევის ორგანიზებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ცნობილია, რომ მოლაპარაკებების დროს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმაზე იმსჯელებენ.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მიწვევა მიიღო და დონალდ ტრამპი მზადაა კიმ ჩენ ინს შეხვდეს. განცხადება ამის შესახებ ვაშინგტონში მყოფმა სამხრეთ კორეის დელეგაციამ გააკეთა, რომლებიც 5 და 6 მარტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდნენ.
ამავე ინფორმაციიას მიხედვით, კიმ ჩენ ინი თანახმაა, შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში სამხრეთ კორეის ორი დელეგატი მიიღო, რომელთა შეხვედრა 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა. კიმ ჩენ ინმა"კორეული ურთიერთობის დალაგების მტკიცე სურვილი გამოთქვა.





